საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 439 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 524 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 915 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 450 149-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.74% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.75%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 146 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 403 762-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 128 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 712 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 15 332, პირი, აჭარაში – 5 186, იმერეთში – 3 846.