UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა, რუსეთში აღარ გაიმართოს

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი, შესაძლოა რუსეთში აღარ გაიმართოს. ინფორმაციას „გარდიანი” ავრცელებს.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო შეჯიბრის ფინალი 28 მაისს, რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში, სანკტ-პეტერბურგშია დაგეგმილი.

აღნიშნულის მიზეზად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება სახელდება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უკრაინაში ჯარების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო.

სანკტ-პეტერბურგში გასამართი ფინალის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატა ბორის ჯონსონმა, რომელმაც თქვა, რომ  „საფეხბურთო ტურნირების ჩატარების შანსი არ უნდა მიეცეს რუსეთს, რომელიც შეიჭრება სუვერენულ ქვეყნებში”.