DRI: 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულები მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას სასამართლო სხდომებზეც აგრძელებენ

„დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით< თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის მასობრივი ძალადობის საქმეზე დაზარალებულ რატი წვერავას ერთ-ერთმა ბრალდებულმა მუქარის შემცველი განცხადებით მიმართა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ძალადობაში მონაწილეებს „არაკაცები” უწოდა.

მათვე ინფორმაციით, „გამომიშვით, მიმიშვით და კიდევ მომეცით 6 წელი”; „ესეთი ხალხის გამო ვზივარ აქ”; „ასეთ ვიგინდარას შემოარტყამ და მერე ვზივარ ციხეში”.

„2021 წლის 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტ რატი წვერავას მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის კადრები საჯაროდაც არის ხელმისაწვდომი. თუმცა აღნიშნულ ეპიზოდში ამ დრომდე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული.

სასამართლო განხილვების დროს დაზარალებული ჟურნალისტების მიმართ არსებული მტრული გარემო ახალი არაა. 11 თებერვალს ერთ-ერთმა ბრალდებულმა შეურაცხყოფა „მთავარი არხის“ ჟურნალისტსაც მიაყენა. სასამართლო მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც DRI-იმ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის საქმეებზე გამოაქვეყნა, ორგანიზაციამ დაზარალებულების, ექსპერტებისა და მოწმეების დაკითხვისას სხდომათა დარბაზში არსებულ დამაშინებელ და დაძაბულ გარემოს არაერთხელ გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის საქმეებზე დაცვის მხარის სტრატეგია ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტების მიმართ (სახელისუფლებო და პრორუსული მედიების წარმომადგენლების გარდა) აგრესიულ განწყობებზეა აგებული. დაცვის მხარე მათ პროვოკატორებს უწოდებს და პასუხისმგებლობის დაზარალებულებზე გადატანას ცდილობს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა არაერთხელ განაცხადა, რომ 5 ივლისის მასობრივ ძალადობაზე ხელისუფლების წარმომადგენლების არასათანადო რეაგირებამ და ორგანიზატორების დაუსჯელობამ, შესაძლოა მსგავსი დანაშაულების სამომავლოდ ჩადენა წაახალისოს.

2021 წლის 5 ივლისს თბილისში, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად, ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეთა კარვების, ასევე, „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის პარალელურად, ძალადობის შედეგად დაშავდა 53-მდე ჟურნალისტი და მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო „ტვ პირველის“ ოპერატორი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების შემდგომ, 11 ივლისს გარდაიცვალა.

მიმდინარე საქმე განიხილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილთან. საქმეზე 7 პირს ბრალად ედება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა იარაღის გამოყენებით, 156-ე მუხლის (დევნა) მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტი – დევნა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, რომელსაც ახლავს ძალადობა, 154-ე მუხლი (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის
[2] ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი,” – ნათქვამია DRI-0ს ინფორმაციაში.