ბორის ჯონსონმა გენადი ტიმჩენკოს და 5 რუსულ ბანკს სანქციები დაუწესა

მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონში ჯარების განლაგების ბრძანება გასცა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს „მკაცრი ეკონომიკური” სანქციები დაუწესა.

კერძოდ, სანქციები ეხება ხუთ რუსულ ბანკს და სამ გავლენიან პირს, მათ შორის გენადი ტიმჩენკოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ამასთან, პირებს, ვისაც სანქციები დაუწესდებათ, ეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, ამის შესახებ ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„ეს არის პირველი ტრანში, პირველი ბარიერი, რისი გაკეთებისთვისაც ჩვენ მზად ვართ.

ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ დიდ ბრიტანეთში, გაიყინება და ამ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა”, – თქვა ჯონსონმა.

სანქცირებული ბანკების ჩამონათვალი Rossiya, IS Bank, General Bank, Promsvyazbank და Black Sea Bank.