მინსკის შეთანხმებები უკვე აღარ არსებობს, იგი მოკლა კიევმა – ვლადიმერ პუტინი

მინსკის შეთანხმებები უკვე აღარ არსებობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან  განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი დაინტერესებული იყო მინსკის შეთანხმებების რეალიზებაში, რადგან ეს კომპრომისის შედეგია.

„უკრაინის ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ არ შეასრულებენ მინსკის შეთანხმებებს. რუსეთს არ შეეძლო კვლავაც მოეთმინა დონბასის ხალხის გენოციდი.მინსკის შეთანხმებები უკვე აღარ არსებობს.  მინსკის შეთანხმებები მოკლა კიევმა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე რუსეთი აღიარებდა ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკები“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, როგორც მან განმარტა, უკრაინაში სიტუაციის გრძელვადიანი მოგვარება დამოკიდებულია ყირიმსა და სევასტოპოლში მცხოვრები ხალხის ნების აღიარებაზე.

პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 21 თებერვალს ხელმოწერით აღიარა.