რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტის მოთხოვნით, პოლონეთ-გერმანიის დამაკავშირებელი გზატკეცილი გადაკეტეს

რუსეთთან ევროკავშირის ვაჭრობის შეწყვეტის მოთხოვნით, აქტივისტებმა უკრაინიდან, პოლონეთიდან, ლიტვადან, ლატვიიდან, ესტონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე გზატკეცილი ჩაკეტეს.

აქტივისტები გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, მოუწოდებენ შეწყვიტოს რუსეთთან საერთაშორისო ვაჭრობა და ამით  ხელი შუშალოს  უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულებების ჩადენას.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ გერმანელი ხალხის სინდისის გაღვიძება სურთ, რადგან იმის ფონზე, რომ ყოველდღიურად 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი უკრაინელებს ხოცავს, გერმანია რუსეთთან კვლავ აგრძელებს ვაჭრობას, რაც  რეალურად ომს აფინანსებს .