ვლადიმირ ზელენსკი – ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ, ვერ დავეთანხმები ან უარვყოფ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა

ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ვთვლი, რომ საინფორმაციო სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაციაა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესახებ, საუბრობენ თარიღებზეც. გვესმის, რომ საფრთხე არსებობს. თუ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ 16 თებერვალს მოსალოდნელია თავდასხმა, მაშინ მოგვაწოდეთ. ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ. მე ვერ დავეთანხმები ან უარვყოფ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მტერს აწყობს, რადგანაც მისი მიზანია უკრაინაში პანიკის პროვოცირება.