დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მონაწილეთა უმეტესობა ჩვენთან ეკონომიკურ ომშია, ჩვენი გაძევებით საშინელი არაფერი მოხდება – დიმიტრი პესკოვი ,,დიდ ოცეულზე”

დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მონაწილეთა უმეტესობა ჩვენთან ეკონომიკურ ომშია, ჩვენი გაძევებით საშინელი არაფერი მოხდება – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა,  დიმიტრი პესკოვმა რუსეთის ,,დიდი ოცეულიდან” გაძევებაზე კომენტირებისას განაცხადა.  ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კრემლის შეხედულებების მიხედვით, მათთვის „დიდი ოცეულიდან“ გაძევება დამღუპველი არ იქნება.

„დიდი ოცეულის“ ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მონაწილეთა უმეტესობა ჩვენთან ეკონომიკურ ომშია, საშინელი არაფერი მოხდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.