რუსეთის პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მარინა ოვსიანიკოვას კიდევ 50 ათასი რუბლის ჯარიმა ემუქრება

პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მარინა ოვსიანიკოვას 50 ათასი რუბლის ჯარიმა ემუქრება – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის დაისაჯა. 14 მარტს მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო განცხადებებითა და პლაკატით შევარდა. პლაკატზე უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დროშები იყო დახატული, სადაც ეწერა ,,შეაჩერე ომი, არ დაიჯერო პროპაგანდა, აქ გატყუებენ”.

ჟურნალისტი 15 მარტს 30 000 რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.