ბორის ჯონსონმა თემთა პალატის წევრებს დაუდასტურა, რომ ის რუს ოლიგარქსა და „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატის წევრებს დაუდასტურა, რომ ის რუს ოლიგარქსა და „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს, თანაშემწეების გარეშე რამდენჯერმე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, პრემიერს ეს შეკითხვა პარლამენტში დაუსვეს, სადაც ის გუშინ კანონმდებლების შეკითხვებს პასუხობდა.

„მე მას სულ რამდენჯერმე შევხვდი“, – განაცხადა ჯონსონმა.

კანონმდებლების კითხვაზე, შეხვდა თუ არა იტალიაში მაშინ, როდესაც 2018 წელს ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ჯონსონმა შეხვედრის ფაქტი დაადასტურა და ასევე აღნიშნა, რომ ლებედევს, ლონდონის მერობის პერიოდშიც შეხვდა.