ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერაამის შესახებ საბჭომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

ამიერიდან რუსეთის მოქალაქეებზე გავრცელდება ევროკავშირის სავიზო კოდექსის ზოგადი წესები. კერძოდ, სავიზო აპლიკაციის მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება. ამასთან, საჭირო იქნება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, გაიზრდება სავიზო განაცხადის განხილვის დრო და ასევე გამკაცრდება მრავალჯერადი ვიზის გაცემის წესები.

ცნობისთვის, ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი 2007 წლის 1 ივნისიდან მოქმედებდა.