“როიტერსის” ცნობით, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა და რუსეთიდან წავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა და რუსეთიდან წავიდა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

გავრცელებული ცნობით, ჩუბაისი რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებს. მედიის ცნობით, გარემოს დაცვის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

ჩუბაისი ყველაზე მაღალი დონის რუსი ჩინოსანია, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ თანამდებობა დატოვა.