რუსეთი მზადაა, ხელი მოაწეროს კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას – რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი

,,რუსეთი მზადაა, ხელი მოაწეროს კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას ორი ქვეყნის ნება სჭირდება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, რაც დაასრულებდა სამოქალაქო ომს უკრაინაში და მიგვიყვანდა მშვიდობამდე, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ რეაქციას კიევისგან“, – განაცხადა მატვიენკომ.