“ეშმაკის ბორბალიდან” სამი ადამიანი ჩამოვარდა

ამერიკაში, ვაშინგტონის შტატში ტაუსენდეს პორტის ფესტივალზე  ატრაქციონზე “ეშმაკის ბორბალიდან” სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი  9 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. დაშავებული ახალგაზრდა ქალბატონი და 7 წლის ბავშვი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო  60 წლის ქალს მძიმე მდგომარეობაში მედიცინის ცენტრში მკურნალობენ. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმხილველთა განცხადებით, ატრაქციონის სალონი მას შემდეგ ამოტრიალდა, როდესაც მას მძიმე საგანი დაეცა, შემდეგ კი  ადამიანები გადმოცვივდნენ.