დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ნატოს მხრიდან უკრაინისთვის სადაზვერვო და სხვა სახის დახმარების მიწოდება რუსეთს ხელს არ შეუშლის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს დასახული მიზნების მიღწევას

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ნატოს მხრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სადაზვერვო და სხვა სახის დახმარების მიწოდება ხელს არ შეუშლის რუსეთს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნის მიღწევაში.

„ეს ყველა ქმედება, არ უწყობს ხელს „სპეციალური ოპერაციის“  სწრაფ დასრულებას, მაგრამ არ შეუძლია ხელი შეუშალოს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს დასახული მიზნების მიღწევას“, – თქვა პესკოვმა.