უკრაინის პრემიერი – გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ოთხი რამ: იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რა სჭირდება უკრაინას, რათა ომში გაიმარჯვოს. დენის შმიგალმა ამისთვის დაასახელა იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა – აღიარება ევროპულ ოჯახში.

„უკრაინაში ომია. ადამიანების დანაკარგი და ინფრასტრუქტურული ზარალი უდიდესია. გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ოთხი რამ: იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა. იარაღი გვჭირდება, რათა აგრესორისგან დავიცვათ უკრაინა და მთელი ევროპა, სანქციები – აგრესორის შესაჩერებლად, რათა შემდგომში ვერ დააფინანსოს ომი, ფინანსები ჩვენი მოსახლეობის და ეკონომიკის მხარდაჭერისთვის და ევროინტეგრაცია, რადგან ეს არის უკრაინელების ცივილიზაციური ომი“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.