23 თებერვალს ჩახოცეს ჩვენი იუნკერები, 2008 წელს, იგივე გზას მთავაზობდნენ – მე არ წავედი და ჩვენ დედაქალაქი და სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ – მიხეილ სააკაშვილი

23 თებერვალს ჩახოცეს ჩვენი იუნკერები, 2008 წელს, იგივე გზას მთავაზობდნენ – მე არ წავედი და ჩვენ დედაქალაქი და სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

,,23 თებერვალს ჩახოცეს ჩვენი იუნკერები, რომლებიც იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. 2008 წელს, ასევე, გვყავდა შინდისის გმირები, ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები… 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მიატოვა დედაქალაქი და წავიდა ემიგრაციაში.

2008 წელს, იგივე გზას მთავაზობდა არამხოლოდ პუტინი, არამედ ზოგიერთი ევროპელიც. მე არ წავედი და ჩვენ დედაქალაქი და სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ. რაც არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკოსების შეცდომები, საქართველოს მუდმივად ჰყავდა გმირები და 1921 წელს სახელმწიფოებრიობა რომ ვერ შევინარჩუნეთ, იუნკერების ბრალი არაა.

დღეს მთავრობის მთავარი პროპაგანდა არის, რომ სამშობლოსთვის ბრძოლა და თავგანწირვა არ ღირს. ჩემი აზრით, ყოველთვის ღირს.

მ. სააკაშვილი. რუსთავი

შიმშილობის მე-3 (53) დღე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.