მიხეილ სააკაშვილი ციხის მიღმა უნდა იყოს, ეს ნაბიჯი რეჟიმს უნდა გადავადგმევინოთ – ნიკა მელია

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით  სააკაშვილის შიმშილობა შესაძლოა ფატალურად დასრულდეს და ამიტომ ახლა ერთადერთი გამოსავალი მისი გათავსუფლებაა.

,,ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და უნდა გაკეთდეს, ის რაც მისი სიცოცხლის გადარჩენას მოემსახურება” – ამბობს მელია.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში არ იყოს. მან ადეკვატური მკურნალობა იქ უნდა მიიღოს, სადაც ეს შესაძლებელია. რიგი ექიმები ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში ეს შეუძლებელია. სააკაშვილი იქ (ციხეში) არ უნდა იყოს. აქვე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სამკურნალოდაც არ ჩამოსულა, ის სხვა პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად ჩამოვიდა, მაგრამ ამ ეტაპზე, როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, ბუნებრივია, რაც მისი სიციცხლის გადარჩენას მოემსახურება, ის ნაბიჯი უნდა გადავადგმევინოთ რეჟიმს.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, როგორც ადამიანი, რომელიც არა პატიმრობაში, არამედ ტყვეობაში იმყოფება, უნდა იყოს პენიტენციური სისტემის მიღმა. შესაბამისად, ტყვეობაში აყვანილ ადამიანს, რომელსაც უკვე ჯანმერთელობის მძიმე პრობლემები აქვს და შესაძლოა მისი შიმშილობა ფატალურად დასრულდეს, გამოსავალია, მისი ტყვეობიდან გათავისუფლება და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს”- თქვა ნიკა მელიამ.

ცმობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ხელახალი შიმშილობა სამი დღის წინგამოაცხადა.