„ოცნება” ანტიდასავლურ ფრონტს აძლიერებს – ვინ შეურთდა „ხალხის ძალას”?

ქართულმა ოცნებამპარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ივანიშვილის პარტია კიდევ 5-მა წევრმა დატოვა, ესენი არიან: დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, ზაალ მიქელაძე და ეკა სეფაშვილი.

გარდა ამისა, მოძრაობაში ერთიანდებიან POSTV-ის წამყვანები და ექსპერტები.

მთლიანობაში, ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი. გარდა ამისა, საზოგადოებრივ მოძრაობას შემოუერთდნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტებითამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი” – განაცხადა სოზარ სუბარმა.