რომან გოცირიძე – 9 მილიონ ლარად 9 ნობელის პრემიის ლაურეატს დავიქირავებდით და 9 წლის განმავლობაში გამოჩენილი ფინანსთა მინისტრი გვეყოლებოდა

9 მილიონ ლარად 9 ნობელის პრემიის ლაურეატს დავიქირავებდით და 9 წლის განმავლობაში გამოჩენილი ფინანსთა მინისტრი გვეყოლებოდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ, 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

“როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ვიგებთ, 2020 წელს დაგეგმილზე 5.1 მლრდ ლარით მეტის სესხება მოუწია ქვეყანას. შედეგად ქვეყნის საგრეო ვალმა მშპ-სთან მიმართებაში 2002 წლის შემდეგ პირველად სახიფათო 60%-იან ზღვარს გადააჭარბა. პრობლემები შეიქმნა ნასესხები თანხების ათვისებაშიც. გეგმის ჩამორჩენისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, საქართველოს დამატებით 9.6 მლნ ლარის გადახდა მოუწია ჯარიმის სახით”, – განაცხადა რომან გოცირიძე.