სენაკში, გახარიას პარტიისა და „ნაციონალების“ მონაწილეობით, მორიგი შოუ ვიხილეთ – – კიდევ ერთხელ დასტურდება ის, თუ რატომ გადადგა თავის დროზე გიორგი გახარია რიგითი მელიას გადასარჩენად -სოზარ სუბარი

დღეს, სენაკში, გახარიას პარტიისა და „ნაციონალების“ მონაწილეობით, მორიგი შოუ ვიხილეთ – კიდევ ერთხელ დასტურდება ის, თუ რატომ გადადგა თავის დროზე გიორგი გახარია რიგითი მელიას გადასარჩენად,- ასე გამოემაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი სენაკში პარტია „საქართველოსთვის“ წევრის სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას.

სუბარის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სასამართლო, მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და საკრებულოს მე-17 წევრის უფლებამოსილების ცნობის გადაწყვეტილებას, გააუქმებს.

„ჯერ ჩაატარეს წინა კვირაში სხდომა, სადაც აბსოლუტურად არალეგიტიმურად მისცეს უფლებამოსილება საკრებულოს მე- 17 წევრს და დღეს ამ არაუფლებამოსილი წევრის მეშვეობით, ვითომ უმრავლესობა შეკრეს და 17 კაცით აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე, რაც არის აბსოლუტურად აბსურდი, რადგან უფლებამოსილი არ იყო საკრებულო აერჩია არც თავმჯდომარე და საერთოდ რაიმე გადაწყვეტილება მიეღო. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს „ქართული ოცნების” ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში და დარწმუნებული ვართ, სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, ეს იქნება გაუქმება იმ გადაწყვეტილების, რომლითაც მე-17 წევრს უკანონოდ მისცეს უფლებამოსილება“ – განაცხადა სუბარმა.