მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე, დავაყენებთ კრემლს პასუხისმგებლობას – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციის დაწყებას Twitter-ზე ეხმაურება.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ საათებში ჩვენი ფიქრები უკრაინასთან, უდანაშაულო ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისკენაა მიმართული, რადგან ისინი ამ არაპროვოცირებულ თავდასხმას აწყდებიან და ეშინიათ მათი სიცოცხლისთვის. ჩვენ კრემლს პასუხისმგებლობას დავაყენებთ,” – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსული შეიარაღებული ძალების შესვლა დაიწყო.