ვდგავართ უკრაინის გვერდით, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა,  დავით ზალკალიანმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია“, – წერს ზალკალიანი.