ასეთ რთულ ვითარებაში ძალიან მძიმეა იმის ყურება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული განცხადებები არ კეთდება – ხათუნა სამინიძე

ეს არ არის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის ომი მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ – ევროპისა და საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით,ასეთ რთულ ვითარებაში ძალიან მძიმეა იმის ყურება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული განცხადებები არ კეთდება.

„რაც უკრაინაში ხდება, ამას პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოსთან და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას პირდაპირ ეხება. ასეთ რთულ ვითარებაში ძალიან მძიმეა იმის ყურება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული განცხადებები არ კეთდება. ეს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ ესაუბრება. ახლა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უნდა იდგეს აქ და საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესაუბრებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ვითარება არ გვაქვს. მოქალაქეებს არა აქვთ ინფორმაცია, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებმა იციან, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ხელისუფლება განცხადებებს უკვე უნდა აკეთებდეს, რასაც ვერ ვხედავთ“, – განაცხადა სამნიძემ.