ბადრი ჯაფარიძე – სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, რუსეთის ფედერაციის აგრესია ასევე, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. რუსეთის ფედერაციის აგრესია ასევე, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების და ეკონომიკური თვალსაზრისით, ამიტომ პასუხი ამ აგრესიაზე უნდა იყოს კონსოლიდაცია, ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს შორის განსხვავებები გვერდზე უნდა გადავდოთ და ამ უმძიმესი გამოწვევის წინაშე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს, იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, – ამის შესახებ პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, მთელი ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა და საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას.

„რუსეთის მხრიდან არის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია სუვერენულ უკრაინაში. ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს გამოწვევა. ეს საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას და ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს ამ სამართლიან ბრძოლაში ქვეყნის თავისუფლებისთვის. რუსეთის ფედერაციის აგრესია ასევე ძალიან დიდი საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების და ეკონომიკური თვალსაზრისით, ამიტომ, პასუხი ამ აგრესიაზე უნდა იყოს კონსოლიდაცია, ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს შორის განსხვავებები გვერდზე უნდა გადავდოთ და მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს ამ უმძიმესი გამოწვევის წინაშე, იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ეს არის აუცილებელი პასუხი ახლა ამ ეტაპზე, სწორედ იმ ქმედების მიმართ, რომელიც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა. სამწუხაროდ, გრძელდება კვლავ ის პრაქტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ დაამკვიდრა თავისი მეზობელი ქვეყნების მიმართ, რომლებიც ცდილობენ მოიპოვონ თავიანთი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამას რუსეთის ფედერაცია არ ეგუება და ამას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ კონსოლიდაციით, ერთობით და ჩვენი ქვეყნის და ხალხის მაქსიმალურად დაცვით,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.