მერკელი და ჯონსონი რუსეთის G7-ში დაბრუნების წინააღმდეგნი არიან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის G7-ში დაბრუნების წინააღმდეგნი არიან, თუმცა ამბობენ, რომ სამომავლოდ შესაძლებელია ამ საკითხისადმი დაბრუნება, მაგრამ ამ დროისთვის არა. ეს განცხადება მათ ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გააკეთეს, სადაც ტრამპმა თქვა, რომ ის თანახმაა ფორმატში რუსეთის რეინტეგრაციის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კი რუსეთისთვის დაბრუნების აუცილებელ მოთხოვნად დონბასში ომის შეწყვეტა დაასახელა.