არსებობს თანამედროვე ცივილიზაცია, რომელშიც შედის უკრაინა და არის რუსი მაღალჩინოსნების „სამყარო“, რომელშიც ისინი კლავენ – მიხაილო პოდოლიაკი

არსებობს თანამედროვე ცივილიზაცია, რომელშიც შედის უკრაინა და არის რუსი მაღალჩინოსნების „სამყარო“, რომელშიც ისინი კლავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

„არსებობს თანამედროვე ცივილიზაცია, რომელშიც შედის უკრაინა, სადაც დომინირებს თავისუფლება, კონკურენცია და ჰუმანიზმი და არის რუსი მაღალჩინოსნების „სამყარო“, რომელშიც ისინი კლავენ სხვა ქვეყნების მშვიდობიან მოსახლეობას, რადგან ისინი კვლავ ებრძვიან მოჩვენებით „ნაციზმს“ , – განაცხადა პოდოლიაკმა.