„ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად, ალიანსს ეშინია საკამათო საკითხების და რუსეთთან დაპირისპირების“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ოკუპაციისა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნას გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის. ეს არ არის ჩემზე, არამედ იმ ადამიანებზეა, ვინც მე ამირჩია. რაც შეეხება ნატოს, ამ საკითხზე დიდი ხანია გავცივდი, მას შემდეგ რაც მივხვდით, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად. ალიანსს ეშინია საკამათო საკითხების და რუსეთთან დაპირისპირების“, – განაცხადა ზელენსკიმ.