პენტაგონი – ასობით რუსული ჯავშანმანქანა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, ამჟამად გაჩერებულია

ასობით რუსული ჯავშანმანქანა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, ამჟამად გზაზეა გაჩერებული, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„მათ, ჩვენი შეფასებით, 24-დან 36 საათამდე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ,“ – აღნიშნა კირბიმ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს ძალების გადაჯგუფებით ან სიტუაციის ხელახლა შეფასებით.

„ლოგისტიკისა და თვითუზრუნველყოფასთან დაკავშირებული გამოწვევები და უკრაინელების წინააღმდეგობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია,“ – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.

BBC-ი წერს, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურებათ. უკრაინის იმ რეგიონების ოფიციალური პირები, რომლებიც რუსულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს, აცხადებენ, რომ ჯარისკაცები ანადგურებენ სუპერმარკეტებს საკვების მისაღებად და რომ ხელმძღვანელობის მიერ მათთვის მიწოდებული საკვება ვადაგასულია.