„რუსეთს არ აქვს საჰაერო უპირატესობა, მისი საბრძოლო მასალა იწურება” – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფედერაციას არ აქვს საჰაერო უპირატესობა და მისი საბრძოლო მასალა იწურება.

„რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუძლია შეინარჩუნოს საკმარისი საჰაერო უპირატესობა, რათა საიმედოდ უზრუნველყოს ეფექტური საჰაერო მხარდაჭერა ფრონტის ხაზთან, მისი საარტილერიო საბრძოლო მასალა იწურება.

რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად მიმართავს მაღალის რისკის შემცველი საბრძოლო მისიების შესრულებას, როგორც ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს საბრძოლო მოქმედებებში ჯარების მჭიდრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად” – ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთი უკრაინულ ქალაქებს მასობრივად ბომბავს. პუტინის განცხადებით, ეს ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ ხდება.