„ხომ არ დადგა დრო, ისრაელმა აირჩიოს ვისთან არის?” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დადგა დრო, ისრაელმა გადაწყვიტოს ვისთან არის.

„ხომ არ დადგა დრო, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს ვისთან არის? დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვერდიგვერდ ებრძვის მისი არსებობის ეგზისტენციალურ საფრთხეს თუ მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც კი, როდესაც ტერორის გაგრძელების ფასი გლობალური უსაფრთხოების სრული განადგურებაა?” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ისრაელი მის კითხვაზე სამართლიან პასუხს გასცემს, რადგან ის არა პოლიტიკას, არამედ ღირებულებებს ეხება.