დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვაში რუსეთის შეჭრას არ გამორიცხავს

ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეჭრისთვის უნდა იყოს მზად.

ამის შესახებ გრიბაუსკაიტემ გერმანული გამოცემა Der Spiegel-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„საფრთხე მნიშვნელოვანი იქნება, თუ ჩვენ თავდაცვისთვის არ ვიქნებით მზად. თუ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ გვსურს და შეგვიძლია თავდაცვა, არავინ დაგვესხმება თავს. უნდა ვიყოთ მზად, როგორც მენტალურად, პოლიტიკურად, ტექნოლოგიებით, გულით და სულით“,- აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.

ამასთან, ლიეტვუას პრეზიდენტმა დასძინა, რომ პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალები, „ნატო-ს ძალების 10-ჯერ აღემატება“.