„ჩასანიშნი წიგნაკია” – ღუდუშაური „ოცნების” დეპუტატების ე.წ. შპარგალკებზე

ალუდა ღუდუშაური გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ანა წითლიძის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, სადაც ჩანდა, რომ „ოცნების” დეპუტატებს სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენაზე ე.წ. შპარგალკები ჰქონდათ.

ღუდუშაურის თქმით, ეს ჩასანიშნი წიგნაკია.

„ჩასანიშნი წიგნაკია, დიახ ვარ მომზადებული, წითლიძე ნაცია და დიაგნოზი აქ, გონებრივი შესაძლებლობები არ უწყობს ხელს და თუ არ უკარნახეს პარტიიდან, თვითონ არ აქვს ამის ინტელექტი და უნარი, თვითონ დასვას და მოამზადოს კითხვები” – განაცხადა „ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა „მთავარ არხთან”.

ნახეთ ასევე: „ქართული ოცნების დეპუტატები მიზიან წინ, მეილზე, ვორდის ფაილით მიიღეს კითხვები” – ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს ანა წითლიძე