,,კარგი, მაშინ ევროპულად მოიქეცით” – ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი საქართველოს EU-ს წევრობის განაცხადზე

,,მაშინ მოიქეცით ევროპულად” – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენის შესახებ. ეს კომენტარი მან დეპუტატ მაკა ბოჭორიშვილის პოსტზე დატოვა.

,,კარგი, მაშინ მოიქეცით ევროპულად, პოლიტიკის შემუშავების გზაზე, და ეს მესიჯი მიმართულია ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარის მიმართ”, – წერს გალერი.