უკრაინულ  და რუსულ დელაგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

უკრაინულ  და რუსულ დელაგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.

უკრაინულ მხარეს წარმოშობით ქართველი დავით არახამია და მიხაილ პოდოლიაკი   პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსი მრჩეველი და თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი უძღვებიან.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითიხ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა იქნება.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ბელარუსის, ბრესტის ოლქში, პოლონეთის საზღვართან ახლოს იმართება.

შეგახსენევბთ, უკრაინა-რუსეთის დელაგაციებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ბელარუსის და  უკრაინის საზღვართან რამდენიმე დღის წინ გაიმართა.