„ინციატივა ზიანს მიაყენებს ჩვენი შვილების ფსიქიკას“-მიმართვა პრემიერს

საზოგადოების ნაწილი „სასკოლო მზაობის პროგრამიდან» მუხლის “თანასწორობა გენდერული საკითხების“ ამოსაღებად პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

მიმართვას ხელს აწერენ:

ზვიად ტომარაძე (ერი და სახელმწიფო)
იოსებ მანჯავიძე (ისტორიკოსი)
კონსტანტინე მორგოშია (ბიზნესმენი)
კობა დავითაშვილი (პოლიტიკოსი)
ზურაბ მახარაძე (საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი)
როინ მიგრიაული (ასოცირებული– პროფესორი, ადვოკატი)
შოთა გლურჯიძე (მხატვარი)
ზაზა სიამაშვილი (ლექტორი, მთარგმნელ–ლინგვისტი)
მამუკა კვარაცხელია (ჟურნალისტი)
ზაალ ლუხუტაშვილი (ბიზნესმენი)
შოთა მარტინენკო (მედია ალტ–ინფო, რედაქტორი)
ირაკლი მარტინენკო (მედია ალტ–ინფო)
გიორგი მუხიგულაშვილი (უფლებადამცველი)
ირაკლი აბაშიძე (ეკონომისტი)
დავით ნოზაძე (ადვოკატი)
ნიკოლოზ კიკნაველიძე (აგრონომიის მაგისტრი)
ნიკოლოზ ბურნაძე (ემიგრანტი)
ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში)
თამაზ აბაშიძე (არქიტექტორი)
ზაზა დავითაია (ჟურნალისტი)
ნიკოლოზ ონიკაშვილი (იურისტი)

მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბ–ნ გიორგი გახარიას!

ბ–ნო გიორგი,
2017 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება (№ 488) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“.
აღნიშნული სტანდარტის მე–19 მუხლის, მე–2 გ პუნქტში ხაზგასმულია აღმზრდელ-პედაგოგის მიერ ბავშვების გენდერული ნიშნით განურჩევლობაზე. ასევე მითითებულია გოგოებისა და ბიჭების ყველა ტიპის საქმიანობაში თანაბრად მონაწილეობის მიღებაზე. ამ სტანდარტიდან გამომდინარე, განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშთა ფონდის (იუნისეფი) მიერ მომზადდა „სასკოლო მზაობის პროგრამა“, აღმზრდელის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომელიც ყველა აღმზრდელ-პედაგოგისათვის სავალდებულოა. სახელმძღვანელოს იმ ნაწილში, სადაც საუბარია გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, მრავლად გვხვდება მიუღებელი ადგილები. კერძოდ, სახელმძღვანელოს მიხედვით, არ უნდა მოხდეს გოგონებისა და ბიჭების სქესის მიხედვით დაყოფა, ყველანაირი აქტივობა და მასალა ყველა ბავშვისთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა სამომავლოდ არ არსებობდეს გამიჯნული საქმიანობები გოგონებისათვის ან ბიჭებისათვის. ასევე აღმზრდელებმა ბავშვებს უნდა წაუკითხონ (ან ათამაშონ) ისეთი ზღაპრები, რომლებშიც თანაბრად არიან წარმოდგენილნი ორივე სქესის გმირები.
აღნიშნული საკითხი უპირისპირდება ადამიანის ბუნებრივ საწყისებს და პირდაპირ კავშირშია მსოფლიოში თავსმოხვეულ სქესთა აღრევის თეორიასთან. აღნიშნული ინციატივის დანერგვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენი შვილების ფსიქიკას და ამასთანავე, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას!
აქედან გამომდინარე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები სტანდარტის მე–19 მუხლის მე–2 გ პუნქტისა და სასკოლო მზაობის პროგრამიდან თავის – “თანასწორობა გენდერული საკითხების“ ამოსაღებად.