სახალხო დამცველი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა.

სახალხო დაცველის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს გახელაძის ოკუპირებული ცხინვალიდან გასათავისუფლებლად.

ომბუდსმენმა სინანული გამოთქვა, რომ აღარ არსებობს არცერთი ფორმატი, სადაც მხარეები ასეთ საკითხებზე იმსჯელებენ. ნინო ლომჯარიას თქმით, საჭიროა დაფიქრება ახალ ფორმაზე, მაგალითად ომბუდსმენის ხელშეწყობითა და მონაწილეობით, რომელიც აბსოლუტურად ჰუმანიტარულ საკითხებზე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე იქნება ორიენტირებული.