მანანა კობახიძე ფიცის დასადებას ემზადება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 15 თებერვალს 15:00 სთ-ზე გაიმართება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მანანა კობახიძის ფიცის დადების ცერემონიალი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მანანა კობახიძე პარლამენტმა მიმდინარე წლის 8 თებერვალს აირჩია.