ეს კვლევები არ ასახავს შემდგომში რეალობას, დაველოდოთ არჩევნებს…

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, NDI-მ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში წარმოდგენილია ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, მედიასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც გაირკვა, კვლევის შედეგები ჯერ არ უნახავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, თუმცა მას საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს NDI-ის კვლევებთან.

-„NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით საკმაოდ საფუძვლიანი, სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს,  წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები არ ასახავს შემდგომში რეალობას, ამიტომ, ჩვენთვის მთავარია მოთმინებით დაველოდოთ არჩევნებს, მშვიდობიანად ჩავატაროთ წინასაარჩევნო პერიოდი და შემდგომში, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, რა არის მათთვის პრიორიტეტი, რომელი ჯგუფი და გუნდია მათთვის მისაღები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი უალტერნატივოდ გაიმარჯვებს, დიდი უპირატესობით” – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება