მორიგი დაკავება თბილისის მერიაში

სუს-მა ქრთამისთვის თბილისის მერიის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით მეყანწიშვილი დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს 50 ათასი ლარი დედაქალაქში მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისთვის მოსთხოვა.

მერიის მაღალჩინოსანი ქრთამის აღების მომენტში დააკავეს. მას სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარის დატოვება