თეა გუნთაიშვილმა სოფიკო ჭიაურელის ახალი თოჯინა შექმნა

დღეს, სოფიკო ჭიაურელს 82 წელი შეუსრუდებოდა. ლეგენდარული მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით მეთოჯინე თეა გუნთაიშვილმა სოფიკო ჭიაურელის ახალი თოჯინა შექმნა, რომელიც არაერთ გამოფენაზე მიიღებს მომავალში მონაწილეობას.

„ჩემი საყვარელი მსახიობი სოფიკო ჩემი პროექტის „მარგალიტების“ განუყოფელი ნაწილია, სადაც სულ ქართული კინოს და თეატრის პერსონაჟები არიან. ქალბატონები, რომლებმაც უდიდესი ისტორია შექმნეს. სოფიკოს თოჯინებიც რა თქმა უნდა გამორჩეულია ჩემთვის სარე და მრეცხავი ვარდო. ვგიჯდებოდი სარეს სოფიკოს პერსონაჟზე, ჩემს ბავშობაში თბილისში მეეზოვეები ფერად ფერადი დაგოფრილი კაბებით დადიოდნენ, დიდი ოქროს საყურეებით და სამკაულებით უვლიდნენ ძველი თბილისის ეზოებს. შემეძლო საათობით მეყურებინა როგორი გაპრანჭულები ალამაზებდნენ თბილის. სოფიკო ჭიაურელი ქალაქის კოლორიტი იყო და ეს მე მეამაყება“, – განაცხადა თეა გუნთაიშვილმა.

თეა გუნთაიშვილის თოჯინები.