უზენაესმა გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც  ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იყო  დამნაშავედ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით) და სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული ჰქონდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჩამორთმეული ჰქონდა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის და ექვსი თვის ვადით.

ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდასაქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში. მას სტრასბურგის სასამართლოსგადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის ადამიანისუფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც განმარტა შემდეგი: „სასამართლოგაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები – შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებულიდარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი,მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა დამსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელილმობიერების გამოვლენით, და ა.შ. – ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობისსაქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.“

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ  2006 წლის 27 იანვარს, 23:00 საათისთვის ქ.თბილისში,კაფე „შარდენში“ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე – თ.მ., შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციურიუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი – დ.ა., ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი – ო.მ., შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურიინსპექციის უფროსი – ვ.ს., შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი – გ.დ. და  მათთან დაახლოებული პირები ა.კ. და თ.მ.

ამავე ბარში, მოგვიანებით მივიდა თ.მ.-სთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ალექსანდრე გირგვლიანი, მეგობარ ლ.ბ.-სთან ერთად. ალექსანდრე გირგვლიანსა და თ.მ.-ს შორის პირად საკითხებზე გაიმართა დაძაბული საუბარი, რა დროსაც ალექსანდრე გირგვლიანმაუცენზურო სიტყვებით მოიხსენია თ.მ.-ს სუფრის წევრები.

აღნიშნულის გამო, დ.ა.-ს დავალებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისსამმართველოს  უფროსმა გ.ა.-მ და მასთან ერთად მყოფმა ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა – ა.ღ.-მ და დ.ქ.-მ, ქუჩაში მყოფიალექსანდრე გირგვლიანი და ლ.ბ. ძალის გამოყენებით  ავტომანქანაში ჩასვეს და  ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეგაიტაცეს, სადაც ალექსანდრე გირგვლიანის გვამი მრავლობითი დაზიანებებით  იქნა  ნაპოვნი 2006 წლის 28 იანვარს.

ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებისთანავე, შს მინისტრმა, ი.მ.-მდადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულში იმხილებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, ამავედეპარტამენტის თანამშრომლები: გ.ა., ა. ღ., მ.ბ., ა.ა. და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლები; მისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ  „შარდენ ბარში“, სადაც ი.მ.-ს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების თანამშრომლებთან ერთად  იმყოფებოდა  მისი მეუღლე, ალექსანდრე გირგვლიანსა და დ.ა.-ს მაგიდის წევრებს შორის მოხდა  ინციდენტი,  რაც გახდა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართანგარიშსწორების მოტივი; დ.ა. წარმოადგენდა ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის ინიციატორს;  ამდანაშაულის აღსრულებაში მონაწილეობდა ოთხზე მეტი პირი და ყველა მათგანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი.

ამის პარალელურად საზოგადოებაში სულ უფრო მძაფრდებოდა უარყოფითი რეაქცია და აღშფოთება ალექსანდრე გირგვლიანისგატაცების და გარდაცვალების ფაქტის გამო, გაჩნდა ხელისუფლებისგან ამ საქმის გამოძიების, ჭეშმარიტების დადგენისა და დამნაშავეთადასჯის მოთხოვნა.

საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ასევე ინფორმირებული იყოალექსანდრე გირგვლიანის გატაცებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დ.ა.-ს ორგანიზატორობის, შინაგანსაქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის დანაშაულთან შესაძლოშემხებლობის შესახებ, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულის გარემოებების სრულად გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდახელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლადდადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ი.მ.-ს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისუფროსის პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, უშუალოჩართულობითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზესახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებებს საშუალება მიეცათ მიკერძოებულად, არაობიექტურად და არასრულყოფილადგამოეკვლიათ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, დაეფარათ  დანაშაულის გამომწვევი რეალურიმიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები, რითაც უზრუნველყოფილი იქნა ალექსანდრე გირგვლიანისმიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის ფალსიფიკაცია, არაადეკვატური სასჯელის დადგენა და განაჩენის არაჯეროვანი აღსრულება.

კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი ი.მ., რომლისთვისაც იმთავითვე ცნობილი იყო, რომ საქმესთან კავშირი ჰქონდათ მის ხელქვეითებსდა შესაძლოა მის მეუღლესაც, ვალდებული იყო უზრუნველეყო ქმედითი ოფიციალური გამოძიება, დამრღვევთა გამოვლენისა დადასჯის მიზნით, რისთვისაც გამოძიებაზე პასუხისმგებელი და წარმმართველი პირები დამოუკიდებელი და მიუკერძოებლები უნდაყოფილიყვნენ.

ნაცვლად იმისა, რომ მიეღო ერთადერთი სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება და აეცილებინა მისი უწყებისთვის ამ საქმის გამოძიება, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით დაუყოვნებლივ გადაეცა პროკურატურისთვის, ი.მ.-მ საქმისგამოძიების გაგრძელება დაავალა მისდამი დაქვემდებარებულ უწყებას, რაშიც აქტიურად იყო ჩართული ალექსანდრე გირგვლიანისგატაცების ორგანიზატორი დ.ა.

გამოძიებაში განზრახ დაშვებული აღნიშნული ხარვეზის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა  იმას, რომ არ დადგენილიყო საქმისრეალური გარემოებები და დანაშაულის ჩამდენი პირები, 2006 წლის 26 იანვრიდან 5 მარტამდე პერიოდში გამოძიებას აწარმოებდნენი.მ.-ს უწყების გამომძიებლები, რომლებიც ინსტიტუციონალურად და იერარქიული სუბორდინაციით დაკავშირებული იყვნენ საქმეშიმონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან და დამოკიდებულნი იყვნენ იმ პირებზე, ვინც პირადიმიზნებით დაინტერესებული იყვნენ საქმის არასათანადო გამოძიების შედეგით. აღნიშნულის გამო არ იყო უზრუნველყოფილი საქმეზეობიექტური გამოძიების ჩატარება.

თავის მხრივ, დ.ა.-მ, 2006 წლის თებერვალში, შეკრიბა გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისთანამშრომლები და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საჭირო იყო რამოდენიმე მათგანსთავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა და არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა  თანამდებობისპირები.  სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს დაპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და ხანმოკლე ვადაშიგათავისუფლდებოდნენ სასჯელისგან, პრეზიდენტის შეწყალებით. გარდა ამისა, თითოეულს დაპირდა საპატიმრო დაწესებულებაშიყოფნის პერიოდში, ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ  თანხას და სხვა შეღავათებს, რაც დაკავშირებული იყოსასჯელის მოხდის პერიოდში პრივილიგირებული პირობების შექმნასთან.

აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გირგვლიანისსაქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა განსაზღვრას, გადაწყდა რომ  დამნაშავეთა დასჯის მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნილებისდაკმაყოფილების მიზნით, დანაშაულში მონაწილე დაბალი რანგის თანამდებობის პირებთან ერთად, პასუხისგებაში უნდა მიცემულიყოშინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსიგ.ა. , ხოლო დ.ა. და   დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა თანამდებობის პირები კი აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისაგან.

ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც ასევე შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემპირთა საკითხის გადაწყვეტას და მსჯავრდების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით ვადამდე გათავისუფლებას. მიხეილსააკაშვილმა დ.ა.-ს უთხრა, რომ გირგვლიანის საქმით გამოწვეული საზოგადოებაში არსებული მზარდი მღელვარების ჩასაცხრობად, რამდენიმე დაბალი რანგის თანამდებობის პირთან ერთად პასუხისგებაში მიეცემოდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისმაღალჩინოსანი გ.ა.. დ.ა. და სხვა თანამდებობის პირები კი აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისაგან. ამასთან შეჰპირდა, რომპასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ.

ურთიერთშეთანხმებული გეგმის შესაბამისად, დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისმიზნით, 2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და მისიხელმძღვანელის  უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  სამმართველოს უფროსი გ.ა., კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისუფროსი ოპერატიული თანამშრომლები: ა.ღ., მ.ბ. და ა.ა., რომლებიც დაკავებულ იქნენ ალექსანდრე გირგვლიანის სასიკვდილო შედეგითჯანმრთელობის დაზიანების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით.

დ.ა.-ს მიერ მიცემული დაპირების გასამყარებლად და მორალური მხარდაჭერის გამოსახატად, შინაგან საქმეთა მინისტრი ი.მ.,დაკავებისთანავე პირადად შეხვდა ბრალდებულებს ე.წ. „მოდულის“ შენობაში არსებული წინასწარი დაკავების საკანში, თანადგომა დამხარდაჭერა  აღუთქვა მათ და უთხრა რომ არანაირი პრობლემები არ ექნებოდათ დ.ა.-ს მიერ მათთვის მიცემული დაპირებისშესრულებასთან დაკავშირებით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.ა., ა.ა., მ.ბ. და ა.ღ. ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით,  143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ: გ.ა.-ს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლითა და ექვსი თვის ვადით, ხოლომ.ბ.-ს, ა.ა.-ს და ა.ღ.-ს – ექვსი წლით და ექვსი თვის ვადით.

ა.გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები სასჯელის მოხდის პერიოდში, ბ.ა.-ს ძალისხმევით, წინასწარი დაპირების შესაბამისად, სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით.

გარდა ამისა, მათ დანაშაულის რეალური გარემოებების, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულში დ.ა.-ს და შს სამინისტროს სხვათანამშრომლების დაფარვის სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადაეცათ  დიდი ოდენობით თანხები.

2008 წლის 24 ნოემბერს, წინასწარ შემუშავებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში, საქართველოსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და წინასწარ მიცემული უკანონოდაპირების შესაბამისად, N768 განკარგულებით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა  გ.ა.-ს, ა.ღ.-ს, მ.ბ.-ს და ა.ა.-ს.

მიხეილ სააკაშვილის  განზრახ  უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებული პირების მიმართ სასჯელის განახევრების გამოშესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რის საფუძველზეც  მსჯავრდებულები  სასჯელის მოხდისგან  სრულად გათავისუფლდნენ.

ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებებისერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებებმა, განაპირობა ის რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდამართლმსაჯულება და არ შესრულდა სასჯელის მიზნები. ამავდროულად, აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნა საქმის რეალურიგარემოებების ფალსიფიკაცია და დ.ა.-ს და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან აცილება, რამაც ალექსანდრეგირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში, ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისდაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის ი.მ.-ს, ბ.ა.-ს და დ.ა.-ს მიმართ.