კონსტიტუცია ეს არის კრიზისული დოკუმენტი, რომელიც ქვეყანას არ მოუტანს სიკეთეს

უმრავლესობის განცხადებით კონსტიტუციის პროექტი უკვე ორი მოსმენითაა მიღებული და მასში ცვლილებების შეტანა ვეღარ მოხდება, თუმცა პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით 161-ე მუხლის მიხედვით აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პარლამენტმა მესამე მოსმენიდან კანონპროექტი ისევ მეორე მოსმენაზე დააბრუნოს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, ეს არის კრიზისული დოკუმენტი, რომელიც ქვეყანას არ მოუტანს სიკეთეს.

“კონსტიტუცია იქნება სერიოზული დესტაბილიზაციის წყარო საქართველოში. ეს არის კრიზისული დოკუმენტი, რომელიც ქვეყანას არ მოუტანს სიკეთეს. ჩვენ ვხედავთ რომ მას არ ყავს ქვეყანაში არცერთი დამცველი, ერთი მოსყიდული ექსპერტიც ვერ გამოიყვანეს, რომ გაემართლებინა ეს ცუდი დოკუმენტი“ – აღნიშნა გოცირიძემ.