ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდის ჩემპიონთა ლიგაზე გაიამრჯვა

მარიამ ახალკაცი

ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდის ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე ამერიკელი და ყაზახი მეტოქე დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუს ვიტალი ლალეტინს 6:0 მოუგო.

ჩემპიონთა ლიგაში მსოფლიოს რვა საუკეთესო მკლავჭიდელი მონაწილეობდა და გამარჯვებული პლეიოფის სისტემით გამოვლინდა. ტურნირზე გამარჯვებისთვის ლევან საგინაშვილი 50 ათას დოლარს მიიღებს.