სალომე ზურაბიშვილი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე.

მარიამ ახალკაცი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გაუგებარია, რატომ არის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება განსაკუთრებული ინტერესის საკითხი. ასე უპასუხა პრეზიდენტმა კითხვას იმის შესახებ, მოხვდება თუ არა მამალაძე შეწყალებულთა სიაში.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გაუგებარია, რატომ არის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება განსაკუთრებული ინტერესის საკითხი. ასე უპასუხა პრეზიდენტმა კითხვას იმის შესახებ, მოხვდება თუ არა მამალაძე შეწყალებულთა სიაში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით  სიაში მყოფი პირების შესახებ მაშინ გახდება ცნობილი, როცა შეწყალების აქტი გამოიცემა.

“არასწორია სხვა ოჯახებთან, რომლებიც არანაკლებად ელოდებიან გადაწყვეტილებას. არ იქნება სწორი, რომ ჩვენ მხოლოდ მამალაძეზე ვისაუბროთ. არ მესმის რატომ არის მხოლოდ მამალაძეზე ასეთი აქცენტი და მხოლოდ მასზე საუბარი”, — განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, სინოდმა თითქმის ორწლიანი პატიმბრობის შემდეგ ოქტომბერში გიორგი მამალაძის შეწყალებაზე შუამდგომლობის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა არ შეიწყალა. თუმცა, რამდენი თვით ადრე პრეზიდენტის მიერ შეყწალებულთა სიაში მოხდვდნენ მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულები. ხმაურიანი შეწყალებების შემდეგ კი პრეზიდენტმა შეწყალების დახვეწის ინიაციატივა გამოთქვა და 18 სექტემბერს შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.