დაკავებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის სასამართლო პროცესი ერთი თვით გადაიდო

დავით ცხადაძე

რატომ გადაიდო დაკავებული პოლიციელის სასამართლო პროცესი? რას ითხოვს ოჯახი? სტურუების საქმე და მორიგი განხეთქილება?

დემურ სტურუას მკვლელობაში ბრალდებული და უკვე დაკავებული სამართალდამცველის გოდერძი თევზაძის სასამართლო პროცესი, ერთი თვით გადაიდო, ჩანიშნული სასამართლო პროცესი დაკავებული პოლიციელის უფლებადამცველის, ლედი ტუკვაძის მოთხოვნით გადაიწია, რომელიც წესდებით 18 ოქტომბერს იყო გატარებული, თუმცა იგი 18 ნოემბერს გადაიდო, მიზეზი უცნობია,

დაუზუსტებელი ინფორმაციით, თევზაძის ინტერესების დამცველები მეტ მტკიცებულებებს აგროვებენ, რისთვისაც მათ კიდევ ერთი თვე სჭირდებათ.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 8 აგვიტოს, სამტრედიაში 22 წლის ახალგაზრდამ დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც მან საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები ვრცლად განმარტა. როგორც წერილში წერია, მას სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე ავიწროებდა, და მუქარით აშანტაჟებდა, ოჯახის ინფორმაციით ადგილი ცემასაც ჰქონდა, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში დასახელებულმა პოლიციელმა გოდერძი თევზაძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა და გამოძიებას რამდენიმე კვირით მიემალა, თევზაძის მიმალვა სამთავრობო კულუარებში განხეთქილების თემად გადაიქცა, ყველა მოქმედი დეპუტატი მოითხოვდა მიმალვაში მყოფი პოლიციელის დაკავებას, რის შედეგადაც თევზაძე სამართალდამცავებს საკუთარი ნებით ავდოკატ ლედი ტუკვაძესთან ერთად ჩაბარდა.

-„ გოდეძი თევზაძე, არის დამნაშავე და ჩემი შვილის მკვლელი, ნუთუ არ რცხვენია ამ უნამუსო ადვოკატს რეებს ეძებს, რას ცდილობს?რას იქექება? რა უნდა ამ ქალს სართოდ თევზაძემ შვილი მომიკლა და მას უდანაშაულოდ უნდა გამოიყვანოს? მივმართავ ღირსეულ ადვოკატ ლედი ტუკვაძეს რომ ეს ქვეყანა ჩალით არა დაფარული როგორც ეს მას ჰგონია, ბოლომდე შევეწირები და თევზაძე ციხეს ვერ აცდება, რამდენი გადაუხადეს სული რო გაყიდა ან მკვდარს მაინც ცეს პატივი, ვინა რა დედაა? რა ქალია? რა უნდა საერთოდ? დაიმახსოვროს რაც არ უნდა ქექონ, გამცენ კითხვაზე პასუხი თუ პოლიციელი დამნაშავე არ იყო რატომ მიიმალა? ამდენი კვირით? არაო არ ვიმალებოდიო შე დალოცვილო მთელი ქვეყანა წერდა აშუქებდა ჟურნალსტები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა დაიწყო ნუთუ ტელევიზორს მაინც არ უყურებდა? რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული? რას აპირებენ არ ვიცი, მაინც ვერაფერს შეეცდებიან, დასკვნა დდებული,ა თუ უკანონოდ მოიქცევიან უზენაეს სასამართლოს მივმართავ“ – აცხადებს გარდაცვლილის დედა.

კომენტარის დატოვება