საზოგადოებრივი მაუწყებელი „ცენტრისტების“ რეკლამასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული პარტია „ცენტრისტების“ უფასო პოლიტიკურმა რეკლამამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, მოქალაქეთა ნაწილი გააღიზიანა აღნიშნულმა რეკლამამ და დღეს საპროტესტო აქციაც დაიგეგმა.

რეკლამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მაუწყებელი კანონმდებლობით ვალდებული იყო გაეშვა „ცენტრისტების“ უფასო სარეკლამო რგოლი ისე, რომ მის შინაარსში არ ჩარეულიყო.

“საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდა შესაძლებლობა არ გაეშვა ხსენებული პოლიტიკური რეკლამა და ჩარეულიყო არც მის შინაარსობრივ ნაწილში. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, თანამშრომლები ცალსახად ემიჯნებიან იმ შინაარსს, რომელიც იყო გასული არსებულ პოლიტიკურ რეკლამაში.

აქედან გამომდინარე მინდა მოვუწოდო იმ ორგანოებს, რომლებსაც ხელეწიფებათ მსგავსი შეცდომის მსგავსი ხარვეზის გამოსწორება კანონმდებლობაში. სამწუხაროა ქვეყანაში არ არსებობდეს სამართლებრივი ბერკეტი, რომ არ ხდებოდეს ოკუპაციის დაკანონების ტირაჟირება”- აცხადებს გვიმრაძე.

კომენტარის დატოვება