„ცენტრისტები“ სასამართლომ საარჩევნო სუბიექტად დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც, არ დაკმაყოფილდა „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი-ამომრჩევლების მოსყიდვის გამო „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, „ცენტრისტების“ ლიდერი ლადო ბედუკაძე ფესიბუქის საკუთრ გვერდზე ეხმიანება და წერს:

-„ამერიკის დაზვერვა საქართველოში დამარცხდა, გილოცავთ!..თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე წერეთელმა ააიპ “სამართლიანი არჩევნების” სარჩელი არ დააკმაყოფილა ჩვენს საარჩევნო სუბიეტად გაუქმებასთან დაკავშირებით . ესაა ჩვენი გამარჯვება სწორედ ამერიკის საელჩოს მიერ კონტროლირებადი მეოთხე ხელისუფლების წინააღგმდეგ!“.

სამართლიანი არჩევნების სარჩელის საფუძველი გახდა 2016 წლის 20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” ლიდერის, თემურ ხაჩიშვილის ქვემო ქართლის ტელევიზიაში გამოსვლა. ხაჩიშვილმა ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ ვისაც სურს 400-ლარიანი ე.წ. რუსული პენსიის მიღება, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს პარტია “ცენტრისტების” ოფისში ქალაქ რუსთავში. როგორც ხაჩიშვილი გადაცემაში აცხადებდა ის პირები, ვინც 8 ოქტომბრამდე გაივლიან რეგისტრაციას, პენსიას მიიღებენ 2017 წლიდან, ხოლო ისინი, ვინც უფრო გვიან დარეგისტრირდებიან, მათთვის პენსიის მიღების თარიღი გადაიწევს 2018 წლისთვის.სამართლიანი არჩევნები “ცენტრისტების” რეგისტრაციიდან მოხსნას საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

“სამართლიანი არჩევნები” თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარის დატოვება