თაობა – რომელსაც ომმა ის ,,სხვა” ვარდისფერი ცხოვრება წაგვართვა…

როლანა ნიჟარაძე

რატომღაც ამ უკანასკნელ ათწლეულებში ომის ღმერთმა აგვისტოს თვე უბედურების

დასაწყისად დაგვანათლა. 

დიდება მამულისთვის დაღუპულ გმირებს, მადლობა ცოცხლად დარჩენილ მეომრებს!

   1992 წლის 14 აგვისტოს ზღვისპირა ქალაქის ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდე დაგვირღვია მოულოდნელმა ცნობამ სოხუმის შემოსასვლელთან სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ. ტრანსპორტმა მოძრაობა შეწყვიტა და ავის მომასწავლებელმა გამკივანმა სიჩუმემ დაისადგურა. ბევრ ჩვენგანს ალბათ კარგად ახსოვს გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფ აფხაზ ბოევიკთა ქაოსური გადაადგილება ქალაქში. დაბნეულები ვიყავით ჩვენ… დაბნეულები იყვნენ ისინიც. ასეთი იყო აფხაზეთის დროებით დაკარგვის დასაწყისი…

ჩვენ აფხაზეთის ტრაგედიას ცოცხლად გადარჩენილი გამოწრთობილ-გამობრძმედილი თაობა ვართ. თაობა _ რომელსაც ომმა ის ,,სხვა” ვარდისფერი ცხოვრება წაგვართვა, მშობლიური კუთხე დაგვატოვებინა, სხვადასხვა ქალაქებში მიმოგვფანტა და არა მხოლოს საქართველოს მასშტაბით. თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლე შეუნარჩუნა. ათასობით ქართველი სამხედრო თუ სამოქალაქო პირი შეეწირა მშობლიური კუთხის და ადამიანების უსაფრთხოების დაცვას, უამრავი დასახიჩრდა და შრომის უუნარო გახდა.

October 1993 --- More than 100,000 Georgians of Abkhazia flee in the Caucasian mountains. | Location: Georgia. --- Image by © Jon Jones/Sygma/Corbis

და მაინც ამ 24 წლის მანძილზე ალბათ ბევრ ჩვენგანს არ ასვენებს კითხვა, შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება? დღევანდელი გეოპოლიტიკური გადანაწილებისა და ზესახელმწიფოთა მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიების მგლური კანონებით მითვისების ფონზე ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა გაჭირდება…. იყო თუ არა შევარდნაძის და მისი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთში სამხედრო შენაერთების შეყვანის შესახებ გონივრული და შექმნილი მდგომარეობით ნაკარნახევი?ამ გადაწყვეტილების შედეგები უმძიმესია და მან შეუიარაღებელი ადგილობრივი მოსახლეობა და სამხედრო მოსამსახურეები სიკვდილს-სიცოცხლის ზღვარზე დააყენა. დაკარგული მიწა და ზვარაკად შეწირული უსახელო გმირები…ხელისუფლება ხომ იმისაა, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე აგოს პასუხი.
აგო ვინმემ პასუხი???

რატომღაც ამ უკანასკნელ ათწლეულებში ომის ღმერთმა აგვისტოს თვე უბედურების დასაწყისად დაგვანათლა.
დიდება მამულისთვის დაღუპულ გმირებს, მადლობა ცოცხლად დარჩენილ მეომრებს!

damarcxebuli-jariskaci

აფხაზი მოსახლეობის თხოვნით მასალას ვურთავთ თარგმანს:

Поколение, которого война лишила той, другой, «розовой» жизни

   Ролана Нижарадзе

Почему-то в эти  последние десятилетия Бог войны окрестил для нас август месяцем начала беды 

 Слава погибшим за Отечество героям, спасибо оставшимся в живых воинам!

 14 августа 1992 года   покой местного населения приморского города нарушило неожиданное известие о перемещении военной техники у въезда в Сухуми. Транспорт прекратил движение и наступила злосчастная пронзительная тишина. Многие из нас, наверное, хорошо помнят хаотичные передвижения находящихся в неопределенном положении абхазских боевиков по городу.   Растеряны были мы… растеряны были и они. Таким было начало временной потери Абхазии…

Мы, выжившее в абхазской трагедии закаленно-непреклонное поколение. Поколение, которое война лишила той «иной», розовой жизни, вынудила покинуть родной край, рассеяла по разным городам, и не только в масштабе Грузии. Поколение, которому судьба улыбнулась и сохранила жизнь. Тысячи грузинских военных и гражданских лиц погибли при защите родного края и безопасности людей, многие получили увечья и стали нетрудоспособными.

И все же на протяжении этих 24 лет, наверное, многим из нас не дает покоя вопрос, можно ли было предотвратить войну? На фоне сегодняшнего геополитического распределения и присвоения сверхдержавами территорий других стран по волчьим законам дать однозначный ответ на этот вопрос сложно… Было ли принятое Шеварднадзе и его командой решение о введении в Абхазию воинских соединений разумным и продиктованным создавшимся положением? Последствия этого решения тяжелейшие, и оно поставило невооруженное местное нселение и военнослужащих на грань жизни и смерти. Потерянные земли и принесенные в жертву перемирию безымянные герои… Правительство ведь для того и существует, чтобы нести ответственность за безопасность собственных граждан. Понес ли кто ответственность???

Почему-то в эти последние десятилетия Бог войны окрестил для нас август месяцем начала беды.

Слава погибшим за Отчизну героям, спасибо оставшимся в живых воинам!

კომენტარის დატოვება