„საქართველოს ხელისუფლებას და მის დიპლომატიას “იაღლიში” ხომ არ მოუვიდათ?..

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თეთრი სახლის  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მმართველის მაიკლ ფლინმანის თანამდებობის დატოვებას ეხმიანება და ამბობს-„ ისე ხომ არ გამოგვივიდა , მოჩქარეს მოუგვიანდესო“.

-„საქართველოს ხელისუფლებას და მის დიპლომატიას “იაღლიში” ხომ არ მოუვიდათ, როდესაც ვიღაცეების მოწოდებებს აჰყვნენ და ნამეტანი ადრე გადაწყვიტეს ტრამპის ადმინიტრაციასთან ურთიერთობების დამყარება. ერთ-ერთი საკვანძო პირი ვისთანაც კონტაქტი ჰქონდათ თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი გადადგა, სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტის სტაფი არ ჰყავს დაკომპლექტებული. ისე ხომ არ გამოგვივიდა , მოჩქარეს მოუგვიანდესო…”

შეგახსენებთ, რომ ფლინი დონალდ ტრამპის ფიცის დადებამდე რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან აშშ-ს რუსეთისადმი დაწესებული სანქციების შესახებ მოლაპარაკებებით გახდა ცნობილი. თეთრი სახლის პრესსპიკერმა სეან სპიჩერმა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ტრამპი მას ბოლომდე ენდობოდა რა, ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე საათის შედმეგ  მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომის შემდეგ ამ თანამდებობაზე გადამდგარი გენერალი კით კელოგი იქნა დანიშნული.